საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი - მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 18 ივლისი 2025, 15:25
სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ნუ გვექნება ილუზია, რომ დამოკიდებულებას შეცვლიან და აღარ დავჭირდებით მეორე ფრონტისათვის. არც მოდუნების და არც, დასვენების უფლება გვაქვს. არ არსებობს ნახევრად მიღწეული მშვიდობა და სტაბილურობა. ახლა, როცა გეოპოლიტიკური გადალაგების აქტიური პროცესია, მაქსიმალური სიფხიზლე გვმართებს. საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით,   დღევანდელობაში საქართველო ერთადერთი მშვიდობის კუნძულია და ბინძური პროპაგანდით ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობენ რათა მოხდეს ქვეყნის ომში ჩართვა. 

„სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ნუ გვექნება ილუზია, რომ დამოკიდებულებას შეცვლიან და აღარ დავჭირდებით მეორე ფრონტისათვის.
არც მოდუნების და არც, დასვენების უფლება გვაქვს. არ არსებობს ნახევრად მიღწეული მშვიდობა და სტაბილურობა.
ახლა, როცა გეოპოლიტიკური გადალაგების აქტიური პროცესია, მაქსიმალური სიფხიზლე გვმართებს.
საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი - მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი.
არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება 
მშვიდობის ალტერნატივა!
უნდა ვიფიქროთ დღეს, აქ და ამ დროს!
დღეს, რეგიონი აფეთქებულია, საქართველოა ერთადერთი მშვიდობის კუნძული;
აქ, გარე და შიდა მტერი რესურსს არ იშურებს ასარევად, თუმცა ქართველი ხალხის ნება ურყევია - მშვიდობა;
ამ დროს, მცდელობაა, ბინძური პროპაგანდით მოაწყონ დესტაბილიზაცია, მაგრამ საქართველო მკაცრად ინარჩუნებს სტატუს-კვოს!
მოკლედ, მშვიდობა ბოლომდეა შესანარჩუნებელი, თორემ უკან მოგვრჩება ვიზაც და დეიდა ურსულას ფოჩიანი კანფეტებიც!“- წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია
ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილზე: ამ ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად
ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ნინო წილოსანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე": ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
არქივი