ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი - „პროევროპული ძალადობა" და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1424 19 ივლისი 2025, 13:31

ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ვერ ნახავთ ჰერჩინსკის ვერც ერთ, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. მისი თქმით, რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია.

,,გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება" მოითხოვა.

ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს - კი, მოლოტოვის კოქტეილი სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა - ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი.

ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერც ერთ, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. არადა, თითქოს, რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია. მაგრამ არა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. ამ პოსტის შემდეგაც, არა.

ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება, უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში, სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი, რომ ხარ "პროევროპელი" და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი, რომ შენი მიზანი "დიადია" და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია (როგორ გინდა, აქაც, საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო).

ეს არის, სინამდვილეში, რასთანაც გვაქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა - უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა "მე ვისროლე" კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით, ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით, ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე? არა. ამასობაში კი, ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი - "პროევროპული ძალადობა" და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია.

P.S. და აქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება,” - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი