ევროკორუფციულმა პარლამენტმა ჩალისფასიანი გზავნილი დაგვიტოვა - „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, სანამ... სანამ მათი ვასალები არ მიიტაცებენ ძალაუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 19 ივლისი 2025, 14:16
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევრო-ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე.

მისი თქმით, არავის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები.

„ზაფხულის არდადეგებზე ევროკორუფციულმა პარლამენტმა ჩალისფასიანი გზავნილი დაგვიტოვა - "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის", ანუ სანამ მათი ვასალები არ მიიტაცებენ ძალაუფლებას. სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე. და ვის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები და ა.შ.

ამასთან, საინტერესოა, თუკი უკრაინას ჰყავს ე.წ. დემოკრატიული ხელისუფლება და ვითომ წინ გვისწრებს განვითარების პარამეტრებით, რატომ ამბობს კანცლერი მერცი, რომ 2034-შიც სათუოა უკრაინის ევრობლოკში მიღება?..“, - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი