ევროკავშირი ბრძანებს, რომ ყოველი საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგად ნაცები არ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას" „გაყალბებულ არჩევნებად" ჩაითვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 19 ივლისი 2025, 18:13
„თუ უკრაინას პირდაპირ უთხრეს 2034 წლამდე არც იოცნებოთო, საქართველოს სამუდამოდ დაემშვიდობნენ, ვინაიდან ნაცსექტის დაბრუნება გამორიცხულია,” - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ევროპარლამენტის გზავნილს პასუხობს, რომლის თანახმად ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, გარდა ნაცმოძრაობისა.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი რჩება ქართველი ხალხის გვერდით და იმედოვნებს, რომ ქართველ ხალხს სავიზო რეჟიმს არ დაუწესებს.

„ევროპარლამენტმა ბრძანა, რომ ლეგიტიმურად არ ცნობს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, გარდა ნაცმოძრაობისა და ყოველი საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგად ნაცები არ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას" „გაყალბებულ არჩევნებად" ჩაითვლება. გარდა ამისა, მანამ, ვიდრე ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდება ნაცმოძრაობა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებული იქნება. ანუ, "ეზოპეს ენაზე" მხოლოდ მე კი არა, ევროპარლამენტიც ამეტყველდა: თუ უკრაინას პირდაპირ უთხრეს - 2034 წლამდე არც იოცნებოთო, საქართველოს სამუდამოდ დაემშვიდობნენ, ვინაიდან ნაცსექტის დაბრუნება გამორიცხულია.

ამ ორ დადებით გზავნილს მიაყოლეს მესამეც - ვინაიდან ევროპარლამენტი რჩება ქართველი ხალხის გვერდით, გამორიცხულია მან თავის „მეგობარ" ქართველ ხალხს სავიზო რეჟიმი დაუწესოს. იმედია ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ამ მეტად დამაიმედებელ გზავნილებს და სიმეტრიულად ადეკვატურ პასუხს გასცემს,” - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი