ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძისა და ოპოზიციის დიაგნოზია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
347 20 ივლისი 2025, 21:41
ჯაფარიძის უსტარი, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს, დაბალი ინტელექტის და პოლიტიკური უმეცრების დასტურია. სამწუხაროდ ოპოზიციაში გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ოპონენტთან შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა არ შეუძლია, რის გამოც ისინი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადიან, ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძის და ოპოზიციის დიაგნოზია - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტატუსს, რომელიც მან მიხელ ყაველაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მაშინ როცა ოპონენტი ძლიერია და მასთან პაექრობისთვის არგუმენტები არ გაქვს, ჯაფარიძემ ყაველაშვილისადმი მიმართვის, პრეზიდენტის სიძლიერე და საკუთარი სისუსტე აღიარა, რადგან წონადი არგუმენტების ნაცვლად, წერილი ლანძღვით არის გაჯერებული.

„ჯაფარიძის უსტარი, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს, დაბალი ინტელექტის და პოლიტიკური უმეცრების დასტურია, სამწუხაროდ ოპოზიციაში გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ოპონენტთან შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა არ შეუძლია, რის გამოც ისინი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადიან, ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძის და ოპოზიციის დიაგნოზია, აღნიშნული ფაქტით ყველაფერი ნათქვამია... რაც შეეხება ზურაბიშვილს, არ ვიცი, სად, ვის რა გათხარა (სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია, გათხარო), თუმცა ფაქტია, „პატრიოტმა“ ოპოზიციამ ლიდერად აღიარა, მიუხედავად იმისა რომ ადამიანმა ქართულად მეტყველება ვერ ისწავლა და მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფოებრიობას ებრძოდა. სირცხვილია, ეს ხალხი პატრიოტიზმსა და ეროვნულობაზე რომ გვესაუბრება!

როდის მიმართავს ადამიანი გამოხატვის იმ ფორმას როგორსაც ჯაფარამ მიმართა? მაშინ როცა ოპონენტი ძლიერია და მასთან პაექრობისთვის არგუმენტები არ გაქვს, ჯაფარიძემ ყაველაშვილისადმი მიმართვის, პრეზიდენტის სიძლიერე და საკუთარი სისუსტე აღიარა, რადგან წონადი არგუმენტების ნაცვლად, წერილი ლანძღვით არის გაჯერებული“, - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი