ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული. მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 22 ივლისი 2025, 15:04
ე.წ. „დიფ სთეისთვის“ არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ რუსული ნარატივი და იწყება გაშავების პროპაგანდა, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს.

„ეს ყველაფერი ახალი არაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება. ე.წ. „დიფ სთეისთვის“ არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, არასასურველი შედეგები რომ დგება, ყოველთვის შემოაქვთ რუსული თემა. მათი მედიების ჩართულობით, რომლებიც მძლავრად არიან მსოფლიოში წარმოდგენილი, მიდის გაშავების პროპაგანდა, რომ ეს პოლიტიკოსი თუ პარტია არის რუსეთუმე, რუსეთის წარმომადგენელი, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, როდესაც სასურველი შედეგი არ დგებოდა, ასე ხდებოდა.

მაგალითად, გახსოვთ, როგორი კამპანია იყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული. ჩვენ როდესაც ამ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობდით, ბევრი დაგვცინოდა. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და უკვე აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს „დიფ სთეითზე“, გლობალურ ომის პარტიაზე და იმ გადაწყვეტილებებსა და უმძიმეს საკითხებზე, რაც ხდებოდა პროპაგანდის სახით. ეს იყო რუსული ნარატივის შემოტანა და დაბრალება.

საქართველოში რამე განსხვავებული კი არ ხდება. აქაც იგივე დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს, რუსულ საქმეს ვაკეთებთ. ვერავის მოჰყავს ერთი მაგალითი მაინც, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული. მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ, თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსულ კომპანიებზე გასხვისების შესახებ. დღეს, საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი