ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი - ეს არის 360 000 დოლარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 22 ივლისი 2025, 15:29
ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი - ეს არის 360 000 დოლარი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული. ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი. ეს არის 360 000 დოლარი, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი. ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვახსოვს, რომ ბევრი ცდილობდა მილიონების შოვნას და როგორც ჩანს, ბატონ სანიკიძეს დღეს უკვე შეუერთდა ბატონი უილსონიც, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია - „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ სოლიდური თანხა გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ, კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი