დავით ქართველიშვილი: როდესაც რიკარდ იოზვიაკის სია იწყება იტალიით, უნდა ვივარაუდოთ, რომ წონადი ქვეყნები ერთ ჭკუაზე არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 22 ივლისი 2025, 18:30
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიას, სადაც ის წერს, რომ დაახლოებით რვა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როდესაც რიკარდ იოზვიაკის სია იწყება იტალიით, უნდა ვივარაუდოთ, რომ წონადი ქვეყნები ერთ ჭკუაზე არიან.

ექსპერტის თქმით, იქ სადაც რვა ქვეყანა უარს აცხადებს საქართველოს მოსახლეობის დასჯაზე, როგორც მინიმუმ რვა ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც თავს შეიკავებს საკითხის გადაწყვეტაზე და საკითხს მხარს დაუჭერს ისეთი ოდიოზური ქვეყნები, როგორიცაა ბალტიისპირეთი, პოლონეთი, შესაძლოა საფრანგეთი და სკანდინავიის ქვეყნების ერთ-ერთი წარმომადგენელი.

„რიკარდ იოზვიაკი ცნობილია, როგორც ვანგა, რომელსაც ყოველ ჯერზე კულუარებიდან სწორი და სიმართლესთან მიახლოებული ინფორმაცია გამოაქვს. რადგან მისი ინფორმაცია ლოგიკასთან ახლოა, ჩვენ უფლება არ გვაქვს მას არ დავუჯეროთ. დარწმუნებული ვარ, რომ იქ სადაც რვა ქვეყანა ცალსახად უარს აცხადებს საქართველოს მოსახლეობის უსამართლო დასჯაზე, როგორც მინიმუმ რვა ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც საკითხის გადაწყვეტაზე ალბათ უფრო თავს შეიკავებს და საკითხს მხარს დაუჭერს ისეთი ოდიოზური ქვეყნები, როგორიც არის ბალტიისპირეთი, პოლონეთი, შესაძლოა საფრანგეთი და სკანდინავიის ქვეყნების ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, საქმე იმაშია, რომ წმინდა ტექნიკურად მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობრივად 27 წევრი ქვეყნიდან, 17 დაუჭერს მხარს თუ შვიდი. ევროკავშირის წესდების თანახმად, ჯამური მოსახლეობა ამ ქვეყნებისა უნდა აღწევდეს 65%, მთლიანად ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის ოდენობიდან. როდესაც რიკარდ იოზვიაკის სია იწყება იტალიით, რომელიც არ არის მილიონ ნახევრიანი ესტონეთი, უნდა ვივარაუდოთ, რომ წონადი ქვეყნები ერთ ჭკუაზე არიან.

ვფიქრობ, რომ არამარტო რიკარდ იოზვიაკმა გაიგო ეს ყველაფერი. გაიგეს, იმ ადამიანებმა და ძალებმა, რომლებიც დღეს ქმნიან ე.წ. ოპოზიციური ფლანგის რაღაცა მესიჯბოქს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი