უკრაინული მედია: უკრაინის პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურის დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 22 ივლისი 2025, 18:32
უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება - ამჟამად ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტის კენჭისყრამდე, რადას დეპუტატებმა ტრიბუნა დაბლოკეს. როგორც დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განმარტა, ეს „ერთადერთი თეორიული საშუალებაა კანონპროექტის მიღების შესაჩერებლად“.

მანამდე, უკრაინის პარლამენტის სამართალდამცავი საქმიანობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულნი გახდებიან. ამჟამად ეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია.

აღნიშნულ უწყებებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად გაანადგურებს მათ დამოუკიდებლობას.

მანამდე ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების გამო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი