საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
406 23 ივლისი 2025, 16:05

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობასთან გამართული მეოთხე მუხლის კონსულტაციების დასრულების შემდეგ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა გამოავლინა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, პრეს-რელიზში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია - მიზნობრივ დონესთან ახლოს, ხოლო სახელმწიფო ვალი - დაბალანსებული.

„შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე, კერძოდ, საშუალოდ 9.7%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე. მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სწორედ ასეთი მაღალი მაჩვენებელი გახდა იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში გაიზარდა საშუალო შემოსავალი და სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება 5.4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც როგორც რეგიონის, ისე ევროპული და გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია და ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობები. ფონდის შეფასებით, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5 პროცენტის ფარგლებში დასტაბილურდება. ასევე, ეტაპობრივად გაიზრდება საერთაშორისო რეზერვების მოცულობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
არქივი