გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც "ნაცთან" ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო - შეპყრობილი მანიაკების სექტაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
441 23 ივლისი 2025, 17:38
გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ლევან სანიკიძისა და ბესიკ შენგელიას დისკუსიას. 

გრძელიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში 14 ათსამდე სახლი აღადგინა და არა მხოლოდ სახურავი, არამედ საყრდენი კონსტრუქციები გამოუცვალა, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს. მისივე თქმით, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მსგავს ბოდვას საზოგადოებას დააჯერებენ. 

"უდავოა - შეპყრობილი მანიაკების სექტაა გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო... 
 
კარგი, ვთქვათ სოფელ ჭორვილაში ამ „შიშის“ გამო გამოუცვალა სახურავები სახლებს, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ათეულ სოფელს აერთიანებს და ბიძინა ივანიშვილმა ყველა სოფელში 14 ათასამდე სახლი აღადგინა, გამოუცვალა არა მხოლოდ სახურავი, არამედ მისი საყრდენი კონსტრუქცია, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი, გააკეთა კანალიზაცია და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს. 

ვერაფერს იტყვი, შეპყრობილი მანიაკების სექტაა - ამ ბოდვებს უყვებიან ერთმანეთს და ფიქრობენ, რომ ხალხს დააჯერებენ ამ სისულელეს. ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის მწუხარებას, ვინც ამ აყროლებული ბიომასის მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ნაღდად არ იმსახურებთ მეტს." - წერს გიორგი გრძელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი