რაც ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან ესმით ჩვენს „აკაცუკებს“, მათ მორიგ ყოველ „არმაგედონულ“ მოლოდინზე, სწორედ ესაა „შესაძლებლად რომ შეიძლებოდეს, შევძლებდით“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
323 24 ივლისი 2025, 11:52
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუჭერს მხარს დასავლეთი მათი მიზნების განხორციელებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ექსპერტი წერს, რადიკალების არმაგედონული მოლოდინები ძალიან ჰგავს „უარის“ თქმის აღმოსავლურ, კერძოდ თურქულ სიტყვათა თანწყობას, რომელიც ასე ჟღერს - „შესაძლებლად რომ შეიძლებოდეს, შევძლებდით“.

„თურქულში ზმნა olmak (to be) ჩემში ყოველთვის იწვევდა ყურადღებას თავისი ერთი საინტერესო გარემოებით, როდესაც მისი გამოყენება ერთ წინადადებაში ზედიზედ ოთხ უღლებაში „მაზალო“ შინაარსს იძენდა: olur olmaz olsaydı olurdu, რაც სიტყვა სიტყვით ასე ითარგმნება - „შესაძლებლად რომ შეიძლებოდეს, შევძლებდით“.

ანუ, ეს არის „უარის“ თქმის: სიბრძნეზე, თავაზიანობაზე და დიპლომატიაზე აგებული აღმოსავლური ფილოლოგიური კომბინაცია - „შანსი არაა სამწუხაროდ, თორემ სხვა დროს ჩემი თავი გენაცვალოს“. ბოლო პერიოდში ის, რაც ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან ესმით ჩვენს „აკაცუკებს“, მათ მორიგ ყოველ „არმაგედონულ“ მოლოდინზე, სწორედ ესაა: „ოლურ ოლმაზ ოლსაიდი ოლურდუ“. პრობლემა იმაშია, რომ მათ არც ბანალური „არა" ესმით რას ნიშნავს, არც მისი პოეტური აღმოსავლური ფორმა...“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი