ირაკლი ლატარია თვალჭრელიძის ქუჩის ინციდენტში მონაწილე პირზე: სრულიად საქართველოს აჯღავლება რომ უნდოდათ ამ კაცმაცუნას „ტრაგედიით“, სინამდვილეში, ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მის სახელზე რეგისტრირებულია 5 ავტომობილი და ერთი სკუტერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 25 ივლისი 2025, 09:25

ექსპერტი ირაკლი ლატარია, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიული შენობიდან გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირზე წერს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული ხუთი მანქანა და ერთი სკუტერი.

ლატარიას თქმით, ამ „კაცმაცუნას ტრაგედიით” საზოგადოების ემოციებზე მოქმედება სურდათ და ინტერესდება, რატომ ეკუთვნის აღნიშნულ მოქალაქეს ბინა უფასოდ მის სახელზე არსებული ქონების ფონზე.

„„სრულიად საქართველოს აჯღავლება რომ უნდოდათ ამ კაცმაცუნას „ტრაგედიით" (“4 წლის ბავშვი მირეკავს და მამა, ჩემი სათამაშო შეინახეო ამას მეუბნება“ - კაცმაცუნას ტექსტი), სინამდვილეში:

„დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაურში. მის სახელზე რეგისტრირებულია, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ავტომობილი და 1 სკუტერი. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში. აი, ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, მედიის წარმომადგენლებს და ამტკიცებდა, რომ თბილისის მერიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია. ცხადია, თბილისის მერია ამ ადამიანს ვერაფერს შესთავაზებდა, რადგან მას სახლიც აქვს, საკარმიდამო მიწებიც, ავტომანქანებიც და ა.შ." | კახა კალაძე.

საქართველოში წარმოებული არცერთი ომი არ ამცდა. აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წლის იანვარში, ახალგორში გადაპარული დამაპატიმრეს. ფეხები რომ მომეყინა და დღემდე ტკივილი მტანჯავს, ამას "არა უშავს" და ვცხოვრობ ყოფილ საავადმყოფოში, ბაჩო ახალაიას რომ მოვუგე პროცესი, კომპესაცია მომცეს და იმით ვიყიდე ეს "კუკუშკა". საქართველოში არსებული არცერთ რეჟიმთან არ ვყოფილვარ გარიგებული, ჟურნალისტიკაში გავაცდინე ძალიან მაგარი ადგილი - სხვებმა ქონება დააგროვეს, მე - მტრები. ჰოდა, ძალიან მაინტერესებს ამ კაცმაცუნას რატომ ეკუთვნის უფასოდ ბინა და მე რატომ არ მეკუთვნის თუნდაც თანადაფინანსებით (ვერც მაგას გადავიხდი, მაგრამ მაინც). ამ კაცმაცუნასავით უნდა შემოიხიოს ჩემი ოჯახის კაცმა მაიკა და დედამ ატეხოს გნიასი (მე შენ გეტყვი არ ვიცი ხმაური)?

გამოვარდებიან საქართველოს სიყვარულში ჩამწვარი #ოპოქალკაცები და აი, რა საცოდაობა ხდება, ამას ბავშვები უყურებენო. ჰოდა, მშობლებს კი არ სთხოვენ პასუხს, მე მომახტებიან, სიმართლეს რატომ ამბობო. მინდა და ვამბობ“, - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი