ლევან ნიკოლეიშვილი თვალჭრელიძის ინციდენტზე: წყალწაღებულმა ოპოზიციამ კალაძეზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება. კერძო საკუთრებას მეპატრონემ უნდა მიხედოს - შენობაში შეჭრილი ადამიანების უმეტესობას კი, სხვადასხვა ფართები აღმოაჩნდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 25 ივლისი 2025, 17:03

წყალწაღებულმა ოპოზიციამ კი ხავსი დაინახა და სასწრაფოდ კახი კალაძეზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება. რა შუაშია თბილისის მერი, კერძო საკუთრებას მისმა მეპატრონემ უნდა მიხედოს, სხვათაშორის ავარიულ შენობაში შეჭრილი ადამიანების უმეტესობას სხვადასხვა ფართები აღმოაჩნდა თბილისს და რეგიონებში, რაზეც ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა ერთი სიტყვაც არ დაძრეს, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება ოპოზიციონერთა სურვილი ქალაქში მომხდარი ყველა უარყოფითი ამბავი კახი კალაძეს დააბრალონ, რამდენადაც ის უალტერნატივო კანდიდატია.

„ამბავი, რომლის გამუქება-გაბერვას ცდილობს ოპოზიცია და მათი მედია: თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობა-ნაგებობიდან, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება (საცხოვრებლად, სიცოცხლისათვის სახიფათოა) აღსრულების პოლიციამ გამოიყვანა მაცხოვრებლები, ზოგიც ნებით და ზოგიც იძულებით. შენობა კერძო საკუთრება, შესაბამისად მეპატრონემ მიმართა სასამართლოს, სასამართლომ კი აღსრულების პოლიციას დაავალა, მანაც კანონის შესაბამისად იმოქმედა. აქ შეიძლებოდა წერტილის დასმა, მაგრამ როგრორც წესი იძულებით გამოსახლებას დაძაბულობაც და ხმაურიც მოსდევს. წყალწაღებული ოპოზიციამ კი ხავსი დაინახა და სასწრაფოდ კახი კალაძეზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება. რა შუაშია თბილისის მერი, კერძო საკუთრებას მისმა მეპატრონემ უნდა მიხედოს, სხვათაშორის ავარიულ შენობაში შეჭრილი ადამიანების უმეტესობას სხვადასხვა ფართები აღმოაჩნდა თბილისს და რეგიონებში, რაზეც ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა ერთი სიტყვაც არ დაძრეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ გააჟღერა ჩანაცვლების პროგრამა, იმ ოჯახებს ვინც ავარიულ შენობებში ( საცხოვრებლად სიცოცხლისათვის სახიფათო შენობა-ნაგებობებში!) ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტმა გარანტირებულად, იგივე ფართის გარემონტებულ ბინები შესთავაზა. მაგრამ კერძო მესაკუთრეს (!) შენობაში თუ ტერიტორიაზე ვინ მე შეიჭრება და მერე მას იძულებით გამოასახლებენ, კახი კალაძე რა შუაშია ვერ ვხდები. ვინმეს ჰგონია, თვალჭრელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებზე ოპოზიციის ან მათი ტელევიზიების წარმომადგენლებს მართლა გული შეტკივა ძალიან სცდება. მასე განიცდიდნენ უკრაიელ ლტოლვილებს, მაგრამ რაღაც არ მახსოვს ერთი მაინც წაეყანათ საკუთარ სახლში (თავინთ ბინებს ძირთადად რუსებზე აქირავებენ!), ომშიც ხომ თავისი არა, სხვისი შვილების გაგზავნას აპირებდნენ. ახლა თვითმართველობის არჩევნები მოდის კახი კალაძე რომ უალტერნატვოა და მათ კანდიდატს, ვინც გინდა იყოს, სასტიკად დაამარცხებს ესეც იციან, უბრალოდ ცდილობენ რაც კი რამ ქალაქში მოხდება მას უნდა დააბრალონ, მაგრამ მათ ამით რამე ეშველებათ?! არასოდეს!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი