გია აბაშიძე თვალჭრელიძეზე მომხდარ ინციდენტზე: თბილისის მერიას არაფერი ესაქმებოდა ამ კერძო დავაში, მაინც გამოიჩინა კეთილი ნება, ვისაც სჭირდებოდა, დროებითი ღირსეული თავშესაფარი შესთავაზა. რამდენიმემ თავად თქვა წერილობითი უარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 25 ივლისი 2025, 17:05

24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო ტერიტორიიდან გამოსახლებას - კერძო საკუთრების ფართზე უკანონოდ დასახლდა რამდენიმე ოჯახი, მათგან არაერთი არცთუ ისე შეჭირვებული, მფლობელმა სასამართლოს განჩინებით ისინი გაასახლა სამართალდამცველთა მეშვეობით. თბილისის მერიას არაფერი ესაქმებოდა ამ კერძო დავაში და მაინც გამოიჩინა კეთილი ნება და ვისაც ეს სჭირდებოდა, დროებითი ღირსეული, ალტერნატიული თავშესაფარი შესთავაზა. რამდენიმემ თავად თქვა წერილობითი უარი - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, "ნაცების" ფასიანმა უზნეო მეხოტბეებმა, ხელოვნურად და დროებით გაბერეს ე.წ. სკანდალი და სცადეს კახი კალაძის დემონიზირების მორიგი რაუნდი. ნაცსექტის ეს ადეპტები აფეტიშებენ იმ ბოროტ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდში ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კერძო საკუთრება არ წარმოადგენდა არაფერს.

„ჯალათობით და ტერორით მმართველობაში მყოფი ყოფილი ნაცხელისუფლება და მისი უზნეო თოჯინები დეზინფორმაციით ებრძვიან კახა კალაძეს, ამჯერად თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო საკუთრებაში შეჭრილების კანონიერ გამოსახლებაზე. ლუზერთა ჯოგში, ნაცსექტაში დაუშრეტელია უტიფრობა, მავნებლური ტყუილების ტირაჟირება და ხელოვნური ნეგატივით პოლიტიკური სარგებლის ვითომ მიღება.

რაც შეეხება 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო ტერიტორიიდან გამოსახლებას - კერძო საკუთრების ფართზე უკანონოდ დასახლდა რამდენიმე ოჯახი, მათგან არაერთი არცთუ ისე შეჭირვებული, მფლობელმა სასამართლოს განჩინებით ისინი გაასახლა სამართალდამცველთა მეშვეობით. თბილისის მერიას არაფერი ესაქმებოდა ამ კერძო დავაში და მაინც გამოიჩინა კეთილი ნება და ვისაც ეს სჭირდებოდა, დროებითი ღირსეული, ალტერნატიული თავშესაფარი შესთავაზა. რამდენიმემ თავად თქვა წერილობითი უარი.

"ნაცების" ფასიანმა უზნეო მეხოტბეებმა კი, ხელოვნურად და დროებით გაბერეს ე.წ. სკანდალი და სცადეს კახი კალაძის დემონიზირების მორიგი რაუნდი. ნაცსექტის ეს ადეპტები აფეტიშებენ იმ ბოროტ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდში ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კერძო საკუთრება არ წარმოადგენდა არაფერს.

უსამშობლოებო, ქართველები არ აგარევინებენ და საქართველოს არ დაგითმობენ საჯიჯგნად!“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი