Reuters: ტრამპი, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ტარიფებს არ აამოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 26 ივლისი 2025, 13:09
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, თავის მუქარას რუსული ნავთობისთვის 100%-ის ოდენობის მეორადი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არ შეასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე ანალიტიკოსზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპს ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდისა და მსოფლიო ეკონომიკის ჩამოშლის ეშინია. ხოლო ვენესუელურ ნავთობზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას შემზღუდავი ეფექტი ჰქონდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეორადი ტარიფები [აშშ-ის] ადმინისტრაციის ხელში სასტიკი ინსტრუმენტი იქნება“, - ციტირებს სააგენტო საკონსულტაციო კომპანია Rapidan Energy Group-ის გეოპოლიტიკური რისკების სამსახურის დირექტორს, ფერნანდო ფერეირას.

ექსპერტი ამგვარ სცენარს „ბირთვულ ვარიანტს“ უწოდებს, რომელმაც, შესაძლოა, ნავთობის ბაზარს 4,5 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი დააკარგვინოს. მეორადმა ტარიფებმა აგრეთვე, შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების მოშლა გამოიწვიოს. „თქვენ ნავთობზე ფასების მკვეთრი მატებითა და მსოფლიო ეკონომიკის ჩამონგრევით რისკავთ“, - დასძინა ფერეირამ.

ცნობისთვის, ტრამპმა ივნისში განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ 100-პროცენტიან მეორად სანქციებს შემოიღებს, თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში წინსვლას არ დაინახავს. თეთრი სახლის ლიდერმა რუსულ მხარეს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად 50-დღიანი ვადა მისცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი