ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 26 ივლისი 2025, 13:14

ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისათვის მაგრამ ასეთი დესტრუქციული წახალისებები, პირდაპირ ჩარევები, მიუღებელია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადების კომენტირებისას.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი გმობს საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს.

დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ამ პოზიციის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს ინსტიტუციაა მხილებული საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებულ ცალმხრივ ცენზურაში.

„ძალიან ვწუხვარ, როცა ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ ირჩევს მოქმედებას საბჭოთა მეთოდებით და ყველაფერს რუსულს არქმევს.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში იურიდიულმა დეპარტამენტმა, სწორედ ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ეწევა ცალმხრივ ცენზურას, რაც არის უსამართლობის ერთ-ერთი ფორმა.

ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისათვის მაგრამ ასეთი დესტრუქციული წახალისებები, პირდაპირ ჩარევები შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში, არჩევნების გაყალბება, არჩევნების მათთვის სასურველი შედეგების იძულება და ამ კუთხით ამომრჩევლებზე მუქარა, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი