დავით ქართველიშვილი გრიგოლ გეგელიაზე: ეს რუსეთის დიადი მასონთა ლოჟიდან გამოგდებული ვერშემდგარი მასონია, რომელიც ხაზარაძემ უფასოდ აიყვანა თავისთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 26 ივლისი 2025, 17:54
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებას „ოცნება“ ღიად და ოფიციალურად დაკავდა ოთხზე ხოხვით რუსეთისკენ სიარულში“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო რუსეთისკენ ხოხვით მარტო არ გაუშვა საქართველო ნატოს მრავალეროვნულ სწავლება Agile Spirit 2025-ში გაერთიანებულმა ქვეყნებმა და ძალებმა. 

„ოღონდ, მარტო მეზარებაო რუსეთისკენ ოთხით ხოხვა და რადგან აქა ხართ მაინცო, უთხრა "ოცნებამ" ნატოს მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit 2025-ში გაერთიანებულ ქვეყნებს და ძალებს - ბარემ ერთად მივხოხდეთო. ბაზარი არ არისო, უპასუხეს მას ნატოს წევრმა მონაწილე ქვეყნებმა: აშშ-მ, თურქეთმა, პოლონეთმა, გერმანიამ, იტალიამ, საბერძნეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა, ლიტვამ - რუსეთისკენ შენი მარტო გამშვების "დედაცო".

სწავლებებში მონაწილე პარტნიორმა ქვეყნებმა (უკრაინა და მოლდოვა), ასევე დამკვირვებლებმა, (სომხეთი და იაპონია) მაშ აქ მარტო დამრჩენების "დედაცო" მაშინ, ჩვენც მიგვახოხინეთო, "მუქთა იყოს - კუბო იყოს" პრინციპით. ოღონდ, ეს მაზალო კაცუნა ვინ არისო, ეს გაგვაგებინეთ და მივხოხდეთ. ეს კიდევ, რუსეთის დიადი მასონთა ლოჟიდან გამოგდებული ვერშემდგარი მასონია, რომელიც ლოჟის დიდოსტატს, ანდრეი ბოგდანოვს (ვ. პუტინის პირადი მეგობარი) წლებია სთხოვდა ხელშეწყობას ქართულ საკარიერო ესკალატორზე წინსვლაში, მაგრამ იქაც რომ მიხვდნენ, რა **ც არის, უკანალში წიხლის კვრით გამოაგდეს და ხაზარაძემ უფასოდ აიყვანა თავისთან.

ქვეყანას მაინც შეეცოდა, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირთა სახელმწიფო დაცვის პროგრამის ფარგლებში და სხვა ****ბთან ერთად, პარლამენტის დეპუტატის მანდატით დაასაჩუქრა. პეპლების ცხოვრების ხანგრძლივობის ტოლფასი იყო მისი სიხარული, გამთენიისას პატრულის თანამშრომლებს რომ აცნობდა საკუთარ თავს: "დეპუტატი ვარო!" - სანამ მეხანძრე-მაშველს მისი მიმართულებით შემთხვევით სახანძრო შლანგიდან წყლის ნაკადი არ გამოეშვა. ეტყობა, სუსტ წერტილში, თავში მოხვდა და მას შემდეგ "სალოსობს“- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი