კორუფცია ისეთი თემაა, რომ კი არ უნდა დამალო და შეინახო ფარდის უკან, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსპარანტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომელსაც მიიღებ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს. რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე, ამიტომ ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სუს-მა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |