ლუკა კურტანიძეს ყოფილი მეუღლე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 27 ივლისი 2025, 18:39

ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავე ლუკა კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. ხათუნა მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ყოფილი მეუღლის განცხადებით, ლუკა კურტანიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერია გამოცემული და მასთან მიახლოება ეკრძალება.

„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მეხუთე და არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც პოლიციას მივმართე, მეუბნებოდნენ, იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან. ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9 - თვიანი მის მიმართ გამოცემული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და „წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო". ეს ადამიანი იმუქრება, „მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და სახელმწიფოს უპირისპირდებიო“, - აცხადებს ხათუნა მიქაცაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი