დავით ქართველიშვილი: Ofcom-ის გამკაცრებული ზომების მიღების „დედლაინი" გუშინ ამოიწურა და დღეიდან დავტკბეთ „გასაოცარი" ბრიტანული დემოკრატიით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 28 ივლისი 2025, 10:47

„ლონდონაბადმა" უკვე „ფრანცისტანსაც" გადაასწრო, მაგრამ მანიაკალური აკვიატებით აგრძელებს „შეშფოთებული აღშფოთებების" ექსპორტირებას ყველგან, გარდა საკუთარი გახრწნილი სოციუმისა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, დიდ ბრიტანეთში Ofcom-მა, რომელიც საინფორმაციო სივრცეში ცენზურის ფუნქციებს ახორციელებდა, ტიპიური დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ფუნქცია შეიძინა.

„ბრიტანეთში საინფორმაციო სივრცეში ცენზურის ფუნქციებს ახორციელებდა Ofcom (Office of Communications) სახელით ცნობილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიღებული იქნა ჯერ კიდევ 2003 წელს საკმაოდ კეთილშობილური მიზნით - მოეხდინათ არასრულწლოვანთა (მათ შორის) დაცვა მათთვის ზიანის შემცველი ინფორმაციისაგან. მაგრამ, მხოლოდ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდში Ofcom-მა მიიღო ტიპიური დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ფუნქცია: ნებისმიერ ანტისამთავრობო თუ ანტიმიგრაციული ხასიათის სტატუსები სოციალურ ქსელებში იქნება ამოღებული, ხოლო მათი ავტორების თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.
ამ მიზნით უკვე შეიქმნა სპეციალური პოლიციური დანაყოფი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიმინალური მდგომარეობის (მკვლელობები, გაუპატიურება, პედოფილები, ნარკოვაჭრობა და ა.შ.) ფონზე მოიცლის სოციალური "არასწორი" პოზიციის გამომხატველი მოქალაქეების დევნითა და დაკავებით. ამაში "ლონდონაბადმა" უკვე "ფრანცისტანსაც" გადაასწრო, მაგრამ მანიაკალური აკვიატებით აგრძელებს "შეშფოთებული აღშფოთებების" ექსპორტირებას ყველგან, გარდა საკუთარი გახრწნილი სოციუმისა. Ofcom-ის გამკაცრებული ზომების მიღების "დედლაინი" გუშინ ამოიწურა და დღეიდან დავტკბეთ "გასაოცარი" ბრიტანული დემოკრატიით.
P.S.: გირჩევთ ბოლომდე უყუროთ ამ თემაზე კომენტარებში მოყვანილ ვიდეოს იუთუბზე, გინდ ინგლისურად, გინდ თქვენთვის სასურველი სუბტიტრებით (არ დაგავიწყდეთ ამ ფუნქციის ჩართვა) - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი