რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 28 ივლისი 2025, 11:40

საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი სვიშჩევმა განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სამხედრო სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

რუსეთის დუმის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ დემონსტრაციით "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებები შელახეს".

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინოს ასეთ უპრეცედენტო პროვოკაციაზე არა მხოლოდ რუსი სპორტსმენების, არამედ მთელი სპორტული საზოგადოების, მათ შორის საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის მიმართ. თუ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იღებს ვალდებულებებს ვიზების უზრუნველყოფის, უსაფრთხოების, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების მიმართ, მაშინ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მომხდარზე. ეს იყო კარგად დაგეგმილი აქცია და პროვოკაცია, არ ვიცით, ვინ შეუკვეთა, თუმცა წავიკითხე, რომ უკრაინელი სპორტსმენები პროტესტს, პროვოკაციას ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც მოხდა", - განაცხადა მან.

„17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“ - ამ ლოზუნგით ახალ სპორტის სასახლესთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 რუსი სპორტსმენის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელთაგან, მათივე ინფორმაციით, 17 სამხედროა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი