სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 20 - 21 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობენ დაზარალებული პირები. გამოძიებამ უნდა დაადგინოს 20 ივნისს აქციის დაშლის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას.
დღეს, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და ტელეკომპანია „აჭარის“ ოპერატორებმა, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ.
„აღვიდგინე ის სიტუაცია, რაც 20 ივნისს მოხდა. მივიღე რამდენიმე დაზიანება და დღეს, გამომძიებლებს გავაცანი ზუსტად ის ადგილები და ის ტერიტორიები, სადაც მივიღე ეს დაზიანება. 20 ივნისს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას. ვიღებდი ჟურნალისტთან ერთად, აქ არსებულ სიტუაციას. დავზარალდი. 6 თუ 7 ნატყვიარი მქონდა და გაზი ინტოქსიკაცია“, - განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორმა კოტე გრიგალაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |