დონალდ ტრამპი - მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 28 ივლისი 2025, 17:46

მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლა იქნებოდა. ნახეთ გუშინ რისი გაკეთება მოვახერხეთ ორ ქვეყანასთან, რომელთანაც ვვაჭრობთ. ბევრი ცხელი წერტილია, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ინდოეთი და პაკისტანი იყო, რადგან ეს ორი ბირთვული ქვეყნებია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ბედნიერია, რომ ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს.

„ეს ძალიან ცუდი ომი იქნებოდა და შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მილიონობით ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო. ჩვენ დავასრულეთ ომი და ამით ძალიან ბედნიერები ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი