ედიშერ გვენეტაძე: კახა კალაძემ თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ მონდომებული, სამშობლოს მოყვარული ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა - მისი არჩევნებში გამარჯვება კი, უალტერნატივოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 28 ივლისი 2025, 18:03

სიმართლე უნდა ითქვას მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე თბილისს კახა კალაძისთანა ქალაქის მერი არ ჰყოლია. კახა კალაძემ ამ ბოლო რვა წლის მანძილზე თავისი დაუღალავი საქმიანობით, ნიჭით, სპორტული ჟინით და ახალგაზრდული ენერგიით, ახალი სული შთაბერა ჩვენს მრავალსაუკუნოვან, ჭაღარა დედაქალაქს, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ისევე როგორც განვლილ ორ არჩევნებშიც, ახლაც კახა კალაძის გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„სიმართლე უნდა ითქვას მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე თბილისს კახა კალაძისთანა ქალაქის მერი არ ჰყოლია. კახა კალაძემ ამ ბოლო რვა წლის მანძილზე თავისი დაუღალავი საქმიანობით, ნიჭით, სპორტული ჟინით და ახალგაზრდული ენერგიით, ახალი სული შთაბერა ჩვენს მრავალსაუკუნოვან, ჭაღარა დედაქალაქს:

კახა კალაძემ თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ მონდომებული, სამშობლოს მოყვარული ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა;
კახა კალაძემ ნათელყო, რომ ამ ქვეყნად სიკეთის კეთებას ალტერნატივა არ აქვს;
კახა კალაძე არის ის მერი, რომელიც მთელ თავის კუთვნილ ხელფასს ურიცხავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს;

პრინციპიდან - "საქმემან შენმან გამოგაჩინოს" გამომდინარე 4 ოქტომბრის ქალაქის მერის არჩევნებში, ისევე როგორც განვლილ ორში, მესამედაც კახა კალაძის კანდიდატურა და აქედან გამომდინარე მისი გამარჯვებაც უალტერნატივოა. ამას უნდა შეეგუოს ყველა-ვინაიდან მოქმედებს ძველთაგანვე ცნობილი სიბრძნე: "ხმა ღვთისა, ხმა ერისაო"! - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი