OpenAI ხელმძღვანელმა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ ChatGPT-სთან მიმოწერა შეიძლება სასამართლოში იყოს გამოყენებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 28 ივლისი 2025, 18:07

OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ოლტმენმა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ ChatGPT-თან მიმოწერები შესაძლოა სასამართლოში მტკიცებულებად იყოს გამოყენებული.

ოლტმენის თქმით, ადამიანები „ორჯერ უნდა დაფიქრდნენ“, სანამ ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოთერაპევტად გამოიყენებენ. ბევრი მომხმარებელი ChatGPT-ს საკუთარ საიდუმლოებებსა და პირად განცდებს უზიარებს, სთხოვს რჩევებს და საუბრობს იმაზე, რაც იურიდიულ ჭრილში მათ წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ნეიროქსელი არ აკრიტიკებს, მხარდაჭერას სთავაზობს და პრობლემების გადაწყვეტის გზებს აჩვენებს.

ამავე დროს, ChatGPT-თან მიმოწერები შესაძლოა მოთხოვნის საფუძველზე გადაეცეს სპეციალურ სამსახურებს, სახელმწიფო უწყებებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ფსიქოთერაპევტთან ან ადვოკატთან საუბრისგან განსხვავებით, ისინი კონფიდენციალურობის შესახებ კანონით დაცული არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს იგივე კონფიდენციალურობის კონცეფცია ხელოვნურ ინტელექტთან საუბრისას, როგორიც გვაქვს ფსიქოთერაპევტთან ან ვიღაც სხვა პროფესიონალთან ურთიერთობისას. და წარმოიდგინეთ, სულ ერთი წლის წინ ამის გაფიქრებაც არავის სჭირდებოდა“, - დაასკვნა ოლტმენმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი