The Financial Times: ევროპის საავტომობილო გზები და რკინიგზა რუსეთთან ომისთვის გამოუსადეგარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 29 ივლისი 2025, 12:29
ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ აპოსტოლოს ციციკოსტასის განცხადებით, ევროპის გზები, ხიდები და რკინიგზა არ არის შესაფერისი ტანკების, ჯარებისა და სამხედრო მარაგების სწრაფი გადატანისთვის რუსეთთან შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

„დღევანდელი რეალობა ისაა, რომ თუ გვსურს სამხედრო ტექნიკისა და ჯარების გადატანა ევროპის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთ ნაწილში, ამას კვირები და ზოგიერთ შემთხვევაში თვეები სჭირდება“, - განაცხადა მან The Financial Times-თან ინტერვიუში.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში არსებული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილის მშენებლობისას არ იყო გათვალისწინებული მთელ ევროკავშირში ჯარების გადაადგილების აუცილებლობა.

ევროკომისრის თქმით, ძველი ხიდები მოდერნიზებას საჭიროებს, ხოლო ვიწროები - გაფართოებას. ციციკოსტასმა ასევე აღნიშნა ბლოკის მასშტაბით ახალი ხიდების აშენების აუცილებლობა.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი შეიმუშავებს სტრატეგიას, რათა უზრუნველყოს ჯარების გადაყვანა „საათებში, მაქსიმუმ დღეებში“ თავდასხმის შემთხვევაში, კონტინენტზე გამავალი ოთხი სამხედრო დერეფნის გასწვრივ 500 ინფრასტრუქტურული პროექტის მოდერნიზებით.

ციციკოსტასის თქმით, ბრიუსელი ასევე გეგმავს ბიუროკრატიის შემცირებას, რათა თავიდან აიცილოს „ტანკების დოკუმენტაციაში გაჭედვა“ საზღვრების გადაკვეთისას. აღნიშნულია, რომ სტრატეგიას ევროკომისარი წელს წარადგენს. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის 17 მილიარდი ევრო იქნება საჭირო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი