დავით ქართველიშვილი კახა კალაძეზე-დარწმუნებული ვარ, თბილისელ ამომრჩეველს სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
349 29 ივლისი 2025, 14:04
„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ეხლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე - ანუ, კახი კალაძე ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს "ებარებოდნენ" - სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არა აქვთ“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

ქართველიშვილის თქმით, კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატურაზე ალტერნატივა არ აქვს. 

„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ეხლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე - ანუ, კახი კალაძე ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს "ებარებოდნენ" - სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არა აქვთ. კალაძის ოპონენტებმა ეს მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. საარჩევნო პროცესი დიდი ხანია ფარსად გადააქციეს, ყოველ ჯერზე საკუთარ ამომრჩეველს მათთვის რეპუტაციული ზიანის ხარჯზე (არაა "ნაცობა" დღეს საამაყო პოზიცია) ემუდარებიან საარჩევნო უბნებში მისვლას - ყოველ ჯერზე მათი შემდგომი "გადაგდების" მიზნით. კალაძეს საკუთარი ამომრჩევლის "გადაგდება" აზრად არ მოსვლია არასდროს. შეიძლება რაღაც არ გამოსდიოდა, შეიძლება მისი გუნდი ვერ მუშაობდა რიგ შემთხვევაში მწყობრად - მაგრამ კალაძე პრობლემებს გაქცეოდა ან დამალულიყო სადმე, ეს არც მინახავს და გამორიცხულიც არის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასარჩევი - მცხეთის მერია, ჩემი შვილების და შვილიშვილების ქალაქს მინდა ვუსურვო ღირსეული "მამასხლისი". აქ კი - კახი კალაძეს ალტერნატივა არა აქვს...“-წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი