საზოგადოებას ახსოვს დაუმსახურებლად „პრივილეგირებული ინტელიგენციის“ საბჭოურად მყრალი სერვილიზმი „პატრონის“ მიმართ, ეს კიდევ ერთხელ გამახსენა, „კარის წითელი ინტელიგენციის“ წამომადგენლის ქეთი დოლიძის ეპატაჟებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
405 30 ივლისი 2025, 10:25

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ ბოლოდორინდელ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც დოლიძე აღნიშნავს, რომ არ ესმის „ყოველ მეორე წუთას ყველას დაჭერა და ციხეში ჩაგდება“, სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, საზოგადოებას ახსოვს დაუმსახურებლად „პრივილეგირებული ინტელიგენციის“ ამაზრზენი და საბჭოურად მყრალი სერვილიზმი ადგილობრივი თუ ჩრდილოელი „პატრონის“ მიმართ, უპრინციპობა და უკიდეგანო ვერცხლისმოყვარეობა, ქეთი დოლიძის განცხადებიდან კი კარგად ჩანს „წითელი ინტელიგენციის“ ნარჩენების მორალური სახე.

„ბევრი დაწერილა და თქმულა 1970-80 წლებში კომპარტიის კართან მოფუსფუსე, ხან კი კარში შესული ე.წ. ნომენკლატურულ „წითელ ინტელიგენციაზე,“ რომელმაც ერთი მხრივ თავი დაგვამახსოვრა მათ მიერ დანატოვარი კულტურული მემკვიდრეობით, რასაც ბუნებრივია ვერ დაუკარგავ. ეს ცალკე თემაა, ვინ რა დატოვა.

რაც უფრო ახსოვს საზოგადოებას, ეს გახლავთ ამ დაუმსახურებლად "პრივილეგირებული ინტელიგენციის" სრულიად ამაზრზენი და საბჭოურად მყრალი სერვილიზმი ადგილობრივი თუ ჩრდილოელი „პატრონის“ მიმართ, ამორალური ოპორტუნიზმი, უპრინციპობა და უკიდეგანო ვერცხლისმოყვარეობა.

მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც 1991 წელს ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, ასევე 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში.“ თუ გახსოვთ, მაშინ შევარდნაძეს განუდგა მის მიერ წლობით მსუყედ ნაკვები „წითელი ინტელიგენცია.“

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამახსენა, ამ „კარის წითელი ინტელიგენციის“ თვალსაჩინო წამომადგენლის რეჟისორ ქეთი დოლიძის (და არა მხოლოდ მისმა) ეპატაჟებმა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ კოლაჟიდან ძალიან კარგად ჩანს „წითელი ინტელიგენციის“ ნარჩენების მორალური სახე.

ხელისუფლებას კი ვეტყვი, რომ „წითელი ინტელიგენციისათვის“ გადაგდებული საჩუქრები ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, რადგანაც ისინი ფიქრობენ რომ მათი გავლენები ჯერ კიდევ დიდია და ხელისუფლებას მათი ეშინია. „მოინელებენ“ საჩუქარს და უფრო მეტად შეუტევენ," - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი