გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
577 30 ივლისი 2025, 15:57

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიაში გამართულ პრაიდსა და 2025 წლის საახალწლო კონცერტის გაუქმება გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა - ახალი წელი ლგბტ- „გრინჩმა“ მოჰპარა“, - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საახალწლო კონცერტის დაფინანსებაზე.

„2025 წლის 26 ივლისს გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი, დევიზით „Never silent again!“ („აღარასდროს გავჩუმდებით!“), რაც ასახავს ქვეყანაში მზარდ შეშფოთებას დისკრიმინაციისა და ანტი-ლგბტ თავდასხმების მატების გამო.

პრაიდი დაიწყო 12:00 საათზე Leipziger Straße-ზე, შემდეგ გაიარა Potsdamer Platz, Nollendorfplatz და Klingelhöferstraße და დასრულდა ბრანდენბურგის კარიბჭესთან, სადაც 16:00 საათზე გაიმართა დასკვნითი სიტყვით გამოსვლები და კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით 500,000 ადამიანმა, ხოლო ოფიციალური წყაროების თანახმად - ქვეყნის მასშტაბით, ეს რიცხვი, თითქმის მილიონს მიუახლოვდა.

სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, იმავე ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება. თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა-ახალი წელი ლგბტ-„გრინჩმა“ მოჰპარა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახალი წლის შოუს ორგანიზატორმა (Berlin feiert Silvester GmbH (BfS)) ღონისძიების გაუქმების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერლინის ხელისუფლებაც შოუსთვის დაფინანსებას არ გამოყოფს - რა დროს ახალი წელია, როდესაც უკრაინაში ომია. ხოლო პრაიდი - ეს ხომ „სულ სხვა ტაშია“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი