„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 30 ივლისი 2025, 15:59

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ“. თინა ბოკუჩავამ კი ხაბეიშვილს უპასუხა, რომ „რევოლუციების თარიღები ასე წინასწარ არ ცხადდება, ბუნებრივად უნდა მოხდეს“. კითხვაზე, ეს ერთგვარი დაპირისპირება ხომ არ ადასტურებს იმას, რომ „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს უკვე საჯაროდაც აღარ ინდობენ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქ არსში დაპირისპირება არ არის, თარიღების ტაქტიკა აქვთ, შესაძლოა სხვაგვარი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერი გამოვიდა და დაადასტურა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა მათი მიზანი. ორივე ლიდერმა ეს დაადასტურა.

ახლა ამ პარტიას ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი, ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის. უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები აქ - თავის ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, ამას არ უშვებს საქართველო. ეს იყო სწორედ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პასუხი ყველა ამ ქართველისა და უცხოელისთვის, ვინც აქ ქუჩის ომების მოწყობას გვიპირებდა. ვნახეთ, ამ ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან, დეკემბერში, როდესაც მაშხალები დაიჭირეს ხელში და ლამის ტყვიამფრქვევივით ესროდნენ პოლიციელებს. ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოვძებნეთ დღისით, სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე, საქართველოს პარლამენტზე! დღემდე ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის, მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტს და თავს ესხმოდნენ პოლიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი