არჩილ გამზარდია სანდოდ არ მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 30 ივლისი 2025, 19:58

ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები, - განაცხადა პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა.

გამზარდიასთვის უცნობია, ბაჩიაშვილის ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას.

„ბუნებრივია, ჩვენ არ ხელგვეწიფება, რაიმე ინფორმაცია ან მივიღოთ უნდობლად ან სანდოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვუსმენთ მხოლოდ მხარეს, რომელიც ლაპარაკობს და თავისთავად, ჩვენთვის შეუძლებელი იქნება ამ ყველაფერში სიმართლე ან ტყუილი გამოვადნოთ. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი ძნელია. არ ვიცი, ბაჩიაშვილი საკმაოდ შეუმჩნეველი ფიგურა იყო და მისი ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას, ან პირიქით, ამის წინააღმდეგ წასვლას.

მეტიც, სანამ ბაჩიაშვილი ასოცირებული იყო ივანიშვილთან, მისგან ანტიდასავლური პროპაგანდა ბაჩიაშვილის პერსონას კი არ შეეხებოდა იმდენად, ბიძინა ივანიშვილს უფრო შეეხებოდა და კიდევ ერთხელ, საზოგადოება იტყოდა იმას, რომ, აი ივანიშვილი თავისი სანაცნობო სივრციდან, ყოფილი თუ არსებული პარტნიორებიდან ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს.

ანუ, ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და ამ შემთხვევაში მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ, მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე არ ვიცი ტყუილი და მართალი და მხოლოდ და მხოლოდ ინტუიციურად ვმსჯელობ. უბრალოდ ამ ნაწილში მე მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვუყურებ“, - განაცხადა გამზარდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი