შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა - იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 02 აგვისტო 2025, 12:47

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის განცხადებით, თუკი შვედეთმა უკრაინას დაუყენა აღნიშნული პირობა, იგივე პირობას დაუწესებს საქართველოსაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანაც უკრაინის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა.

ინფორმაციის სიზუსტისთვის - ეს წერია მინისტრის ინსტაგრამ გვერდზე.

თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც. ინფორმაცია განსჯისათვის!“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი