საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International არ მიიჩნევს "სინდისის პატიმრებად" იმ პირებს, ვინც ამართლებს ან იყენებს ძალადობას და ავრცელებს სიძულვილის პროპაგანდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 02 აგვისტო 2025, 15:21
"ვუერთდები საზოგადოების უმრავლესობის შეშფოთებას - "უსინდისო პატიმრების", "უსინდისო ჟურნალისტების" და "უსინდისო პოლიტიკოსების" მიმართ" - წერს პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ ტერმინი "სინდისის პატიმარი" 1960-იან წლებში საერთაშორისო უფლებადამცველმა
ორგანიზაციამ შემოიღო. 

ანალიტიკოსის განმარტებით, ორგანიზაცია ამ ტერმინს დღემდე აქტიურად იყენებს, თუმცა ეს ტერმინი არ ეხება პირებს, რომლებიც ამართლებენ ძალადობას, ავრცელებენ სიძულვილის პროპაგანდასა და  სჩადიან დანაშაულებს, რომლებიც მოსაზრებით მშვიდად გამოხატვის ნორმებს სცდება.

"კი ბატონო, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა ტერმინი "სინდისის პატიმრები" შემოიღო 1960-იან წლებში, ის დღემდე აქტიურად იყენებს ამ ტერმინს და განაახლებს მის გამოყენების კრიტერიუმებს. მაგრამ (!) ორგანიზაცია არ მიიჩნევს "სინდისის პატიმრებად" იმ პირებს, ვინც:

  •  ამართლებს ან იყენებს ძალადობას;

  •  ავრცელებს სიძულვილის პროპაგანდას;

  • ჩაიდინა დანაშაულები, რომლებიც სცდება მოსაზრებების მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს.

აქედან გამომდინარე მეც ვუერთდები საზოგადოების უმრავლესობის შეშფოთებას - "უსინდისო პატიმრების", "უსინდისო ჟურნალისტების" და "უსინდისო პოლიტიკოსების" მიმართ,"- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი