არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ამბობს მწარე სიმართლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 05 აგვისტო 2025, 19:45

მედია, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, პოლიტიკოსები, ონლაინ - გამოცემები... მოკლედ, არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაპირისპირებას, ქურდობას, ძარცვას და გარყვნილებას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს არის დიპ სტეიტი, იგივე რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი, რომლებიც თბილ სავარძლებში მოკალათებულნი განაგებენ აშშ-ს, ევროპას, ბრიტანეთს და ცდილობენ, მსოფლიო ჰეგემონები გახდნენ, დახოცონ ადამიანები და ახალი ბიომასა გამოიყვანონ, რომელიც შემდგომ მათ სამსახურში ჩადგება.

„მედია, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, პოლიტიკოსები, ონლაინ-გამოცემები... მოკლედ, არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაპირისპირებას, ქურდობას, ძარცვას და გარყვნილებას. ეს არის დიპ სტეიტი, იგივე რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი, რომლებიც თბილ სავარძლებში მოკალათებულნი განაგებენ აშშ-ს, ევროპას, ბრიტანეთს და ცდილობენ, მსოფლიო ჰეგემონები გახდნენ, დახოცონ ადამიანები და ახალი ბიომასა გამოიყვანონ, რომელიც შემდგომ მათ სამსახურში ჩადგება. ზაზა შათირიშვილი კარგ ანალიზს აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა, რომელმაც საკუთარ ნაწარმოებში „ახალი საოცარი სამყარო“ საზოგადოებას სწორედ ოჯახების დავალებით უთხრა, თუ რას გვიპირებენ. ამიტომ, უნდა ვისაუბროთ ბევრი და უნდა ვისაუბროთ ყველგან, რომ სიმართლე გაიგოს საზოგადოებამ, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ რაც შეიძლება ბევრგან. ინფორმირებული ადამიანის დამარცხება და დამონება ძალიან რთულია! „ - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი