ბალტიისპირეთის „რუსულ კორუმპირებულ“ მთავრობებზე არანაკლებად სენსაციური ინფორმაცია მოგვდის „დემოკრატიის შუქურა“ მოლდოვადან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 06 აგვისტო 2025, 12:36
მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომლის თანახმადაც მას ჰოლივუდის და შოუბიზნესის ცნობილი სახეებისგან, უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში ადანაშაულებენ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ დასავლური „ცივილიზაცია“ მსოფლიოს ყოველდღე გასაოცარი „ფასეულობებით" ანებივრებს.

„ბალტიისპირეთის „რუსულ კორუმპირებულ“ მთავრობებზე არანაკლებად სენსაციური ინფორმაცია მოგვდის „დემოკრატიის შუქურა“ მოლდოვადან. ქვეყნის პრეზიდენტს მაია სანდუს ჰოლივუდის და შოუბიზნესის ცნობილი სახეებისგან, უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში ადანაშაულებენ, წერს ჟურნალ Ok-ის ამერიკული რედაქცია. საბანკო გადარიცხვები აჩვენებენ, რომ მოლდოვას პრეზიდენტმა 400 000 აშშ დოლარი გადარიცხა იმ კლინიკის ანგარიშებზე, სადაც აღნიშნული ნიმუშები ინახებოდა.

ჰოლივუდურ თრილერს წააგავს უკვე გახმაურებული გამოძიების ისტორია, სადაც მაია სანდუ ბრალდებულია ცნობილი გეი-ვიპ პერსონებისგან: რიკი მარტინისგან, ელტონ ჯონისგან და ნილ პატრიკ ჰარისისგან უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში. საბანკო გადარიცხვების მიხედვით, მაია სანდუმ თანხა კაიმანის კუნძულებზე მდებარე კლინიკის ანგარიშებზე გადარიცხა. სპერმის ნიმუშები, სავარაუდოდ, დონორების თანხმობის გარეშე ინახებოდა კალიფორნიის სუროგაციის კლინიკაში (Center for Surrogate Parenting) და ASRM-ის (ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება) ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ისინი უნდა განადგურებულიყო.

53 წლის სანდუმ, რომელიც დაუოჯახებელია, უშვილოა და ცნობილია თავისი იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრებით, ამ უცნაური შენაძენით საზოგადოება შოკში ჩააგდო. ინსაიდერები კითხულობენ: რა იყო ამ ახირების მიღმა? ცდილობდა თუ არა ის მემკვიდრის შექმნას „ცნობილი ადამიანის“ დნმ-ით? სამივე დონორი - მარტინი, ჯონი და ჰარისი - სუროგაციის გზით გახდნენ მამები. იურიდიული ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ გახმაურებულ სასამართლო დავებს. „ეს არსებული სამედიცინო და ეთიკური პრინციპების სრულიად ახალ დონეზე დარღვევაა“, - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავების ცნობილი ადვოკატი ალენ გრუბმანი - „თქვენ არ შეგიძლიათ სპერმის გაყიდვა ისე, თითქოს ეს მოპარული Rolex-ი იყოს“.

ასეა თუ ისე, დასავლური „ცივილიზაცია“ ყოველდღე გასაოცარი „ფასეულობებით“ გვანებივრებს - იმის პროგნოზირებაც კი ჭირს, ყოველი მომდევნო სენსაცია რა შინაარსის იქნება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია
ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილზე: ამ ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად
ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ნინო წილოსანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე": ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
არქივი