ტულსი გაბარდმა არაერთხელ აღნიშნა, აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მართულია - შათირიშვილის თქმითაც, „დიფ სტეიტის“ პროპაგანდისტული ფრთა პანიკაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 06 აგვისტო 2025, 16:22

ბოლო პერიოდში, როგორც შათირიშვილის, ისე ტულსი გაბარდის განცხადებები მკაფიოდ მიუთითებს იმ მძიმე რეალობაზე, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „დიფ სთეითი“ ქმნის. დიფ სთეითი არის არადემოკრატიული, ჩრდილოვანი ძალა - სოროსის ტიპის ფონდებით, კორპორაციებითა და მედია-სისტემით, რომელიც მოქმედებს სახელმწიფოებზე ზემდგომად და თავს ახვევს საკუთარ იდეოლოგიას სუვერენულ ერებს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ტულსი გაბარდმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სწორედ ამ სტრუქტურის მართულია, რომელიც კულტურული დესტრუქციის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების ღირებულებითი ბაზისის მოშლას. საქართველოში ამავე საკითხს ასახელებს შათირიშვილიც. მისი თქმით, „დიფ სთეიტის“ პროპაგანდისტული ფრთა პანიკაშია, რადგან ხალხის ნაწილი უკვე ხვდება, რომ ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. „გენდერული განათლება“ და დასავლური მედია მიზანმიმართულად ებრძვის ტრადიციულ ფასეულობებს.

„ბოლო პერიოდში, როგორც შათირიშვილის, ისე ტულსი გაბარდის განცხადებები მკაფიოდ მიუთითებს იმ მძიმე რეალობაზე, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „დიფ სთეითი“ ქმნის. დიფ სთეითი არის არადემოკრატიული, ჩრდილოვანი ძალა - სოროსის ტიპის ფონდებით, კორპორაციებითა და მედია-სისტემით, რომელიც მოქმედებს სახელმწიფოებზე ზემდგომად და თავს ახვევს საკუთარ იდეოლოგიას სუვერენულ ერებს.

ტულსი გაბარდმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სწორედ ამ სტრუქტურის მართულია, რომელიც კულტურული დესტრუქციის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების ღირებულებითი ბაზისის მოშლას. საქართველოში ამავე საკითხს ასახელებს შათირიშვილიც - მისი თქმით, „დიფ სთეიტის“ პროპაგანდისტული ფრთა პანიკაშია, რადგან ხალხის ნაწილი უკვე ხვდება, რომ ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. „გენდერული განათლება“ და დასავლური მედია მიზანმიმართულად ებრძვის ტრადიციულ ფასეულობებს.

დიფ სთეიტი ცდილობს, თავისუფალი სიტყვის სახელით გააჩუმოს წინააღმდეგი ხმა, „ადამიანის უფლებების“ საბაბით ჩაანაცვლოს ოჯახური სტრუქტურა ხელოვნური იდეოლოგიით და გაეროს თუ ევროკავშირის მეშვეობით მოახვიოს თავზე პატარა ქვეყნებს საკუთარი დღის წესრიგი.

ამ რეალობაში, საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, არ ჩამოერთვას ეროვნული თვითმყოფადობა. მხოლოდ სიფხიზლით, ჯანსაღი სკეპტიციზმით და იდენტობის დაცვით შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ გლობალურ ძალებს, რომელთაც ხალხის კი არა, კონტროლის და გადაგვარების ინტერესი ამოძრავებთ“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი