დავით ჩიხელიძე მზია ამაღლობელის განაჩენზე: ოპოზიცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა შეშფოთებულა, თუმცა, კარგად იციან, რომ ამაღლობელმა რაც სამართალდამცველის მიმართ გააკეთა, ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში დასჯადია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
384 06 აგვისტო 2025, 17:42

მზია ამაღლობელის ქმედება სხვადასხვანაირად შეფასდა ოპოზიციაში. კერძოდ, პირველად ითქვა, პოლიციელი ხელში თუ სახელოში წვდა, ხელის განთავისუფლებას ცდილობდა ხელი აიქნია და მოხვდაო, მეორედ - ღირსი იყო პოლიციელი და იმიტომაც გაარტყაო, მესამედ - შეაფურთხა პოლიციელმა, აგინა და იმიტომ გაარტყაო, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სამივე აღწერილი სცენა, საკმაოდ განსხვავდება როგორც ფსიქოლოგიურ კონტექსტში, ისე რეალური ქმედების კუთხით, შესაბამისად, ამაღლობელი მატყუარაა.

რაც შეეხება ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენს, რაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ექსპერტის თქმით, ამაზე აღშფოთებულმა ოპოზიციამ და დიპლომატებმა კარგად იციან, რომ სამართალდამცავის მიმართ მსგავსი ქმედება დასჯადია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში.

„მზია ამაღლობელის ქმედება სხვადასხვანაირად შეფასდა ოპოზიციაში. კერძოდ, პირველად ითქვა, პოლიციელი ხელში თუ სახელოში სწვდა, ხელის განთავისუფლებას ცდილობდა ხელი აიქნია და მოხვდაო, მეორედ - ღირსი იყო პოლიციელი და იმიტომაც გაარტყაო, მესამედ - შეაფურთხა პოლიციელმა, აგინა და იმიტომ გაარტყაო. სამივე აღწერილი სცენა საკმაოდ განსხვავდება როგორც ფსიქოლოგიურ კონტექსტში, ასევე რეალური მოქმედების კუთხით და სამივე როგორ არის სიმართლე? ამიტომ დასკვნა ერთია: მატყუარაა მზია ამაღლობელი და ის საუკეთესო შემსრულებლიდან დღეს პატიმრად იქცა.

მას 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება 351 მუხლით გადაკვალიფიცირდა რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას ითვალისწინებს. ამაზე ოპოზიცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა შეშფოთებულა თუმცა, მათ კარგად იციან, რომ ის, რაც სამართალდამცველის მიმართ მზია ამაღლობელმა გააკეთა ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში დასჯადია და ამაზე თვალის დახუჭვა სამართლებრივი ნონსენსია“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი