ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 13 აგვისტო 2025, 10:24

ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე, - განაცხადა „ხალხის ძალის" ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

„ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე. მან მადლობაც გადაუხადა საქართველოს საზოგადოებას, სახელმწიფოს, ხელისუფლებას იმ ძალიან კარგი პოზიციისთვის, როგორც პოზიციონირებს დღეს საქართველო. შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი იმისათვის, რომ მომავალში საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი