ვლადიმერ პუტინი - ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 14 აგვისტო 2025, 15:44

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ენერგიულ ძალისხმევას იჩენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაზე აშშ-თან დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, კრიზისის დასასრულებლად და შეთანხმებების მისაღწევად, რაც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესებში შედის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, აშშ-თან კონტაქტების შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყოს.

„ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ენერგიულ ძალისხმევას იჩენს იმისთვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობის პირობები შეიქმნას როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში, თუ მომდევნო ეტაპზე სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის სფეროში შეთანხმებებს მივაღწევთ“, - აღნიშნა პუტინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი