თეთრმა სახლმა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
480 15 აგვისტო 2025, 16:15

თეთრმა სახლმა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.

ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებების გაფართოებულ ფორმატში ამერიკის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი  დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ალასკისკენ უკვე გაფრინდა.

ცნობისთვის, მოსკოვის ინფორმაციით, რუსეთი დელეგაციაში შევლენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი