წითელი ხალიჩისა და სიტყვა „პროგრესის“ უკან იმალებოდა ომის გაყინვის ფორმულის ძიება და ახალი ბირთვული გარიგება, ხოლო მთავარ იმიჯურ საჩუქრად ტრამპისთვის, პუტინის აღიარებითი ხაზგასმა მიმაჩნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 16 აგვისტო 2025, 10:32
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ალასკაზე, ანქორიჯთან ახლოს,  დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი საუბრობს იმ სავარაუდო საკითხებსა და
პრობლემების გადაჭრის გზებზე, რაც შესაძლოა ამ შეხვედრაზე განხილულიყო.

"მოსკოვმა შეიძლება შესთავაზა ვაშინგტონს არაფორმალური გარანტიები: მაგალითად, ნატო-ს საქართველოში არგაფართოების ან „ჩრდილოეთის ენერგეტიკული დერეფნების“ ნაწილობრივ ამოქმედების სანაცვლოდ - თანხმობა ფრონტის ხაზის გაყინვაზე.-" წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერებისა და ზელენსკის იგნორირების ფონზე, ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრაზე კონფლიქტის გაყინვის გზები განიხილეს.

"ჟურნალი" დასრულდა, "კინო" აწი იწყება. წითელი ხალიჩა პუტინს, ლუკაშენკოსთან  პირადი სატელეფონო კონტაქტი და შემდგომ, ბელარუსის "დიქტატორთან"  ტრამპის სპეცწარმომადგენლის, ჯონ ქოულის ზარი. ერთობლივი მგზავრობა ლიმუზინით, სადაც ყველაზე მთავარი ითქვა დიდი ალბათობით "ტეტ-ა-ტეტ" ფორმატში. ეს ყველაფერი კი - ევროლიდერების და ზელენსკის დემონსტრაციული იგნორირების ფონზე. ალასკა, როგორც იმის სიმბოლიზმი, რომ სამიტი შედგა იმ ადგილას, სადაც „კონტინენტები ეხებიან ერთმანეთს“, ეს კი შეესაბამება ნარატივებს „ეპოქალურ ცვლილებაზე“.

ფორმალურად ტრამპი კი აცხადებს, რომ „არაფერი გადაწყდება უკრაინის გარეშე“, მაგრამ თავად ფაქტი (სამიტი უკრაინის გარეშე, სატელეფონო საუბარი ლუკაშენკოსთან და არა ზელენსკისთან) მიუთითებს, რომ აშშ და რუსეთი "ზედმეტი მოწმეების" გარეშე ადგენენ „წინასწარ ჩარჩოებს“: კონფლიქტის „გაყინვის“ ან თუნდაც საბოლოო შეთანხმების პირობებს. ამ შეხვედრის, როგორც "ჟურნალის" ფორმატში მოსკოვმა შეიძლება შესთავაზა ვაშინგტონს არაფორმალური გარანტიები: მაგალითად, ნატო-ს საქართველოში არგაფართოების ან „ჩრდილოეთის ენერგეტიკული დერეფნების“ ნაწილობრივ ამოქმედების სანაცვლოდ, თანხმობა ფრონტის ხაზის გაყინვაზე.

ამ უკანასკნელ ვერსიას ამაგრებს სამიტის მიმდინარეობისას მიღებული ინფორმაცია: ყაზახეთმა გადაწყვიტა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი კასპიის მილსადენების კონსორციუმის რუსულ მარშრუტზე


გადაამისამართოს. ოფიციალური განმარტებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ფლაგმანური ნავთობის, Azeri Light-ის, დაბინძურებამ ხმელთაშუა ზღვის ექსპორტის სისტემა დაარღვია (იტყობინება SP Global Commodities at Sea).

გარდა ამისა, რუსეთი დაჟინებით უსვამდა ხაზს სამიტზე არქტიკის საკითხის განხილვას. ოფიციალურად, "ეკოლოგიისა" და "ვაჭრობის" თემატიკის ფარგლებში, მაგრამ რეალურად შეიძლებოდა საუბარი ყოფილიყო: ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის მომავალ ტრანზიტზე, იშვიათი მინერალებისა და გაზის რესურსებზე, „ზეგავლენების ზონების“ განაწილებაზე არქტიკულ საბჭოში. არაა გამორიცხული, რომ პუტინმა შესთავაზა ტრამპს ერთგვარი „გარიგება“: არქტიკაში ენერგეტიკული ბონუსები ამერიკული კორპორაციებისთვის აშშ-ის "შემწყნარებლობის" სანაცვლოდ უკრაინის საკითხში.

ასევე მედიაში გაჟღერდა "ახალი ბირთვული კონტროლის ხელშეკრულების" თემა. შესაძლოა კრემლმა ჩააგდო მინიშნება: „ჩვენ მზად ვართ კონტროლსა და გამჭვირვალობაზე, თუ აშშ დაგვეხმარება ომის გაყინვაში“. ტრამპისთვის კი ეს არის ხელსაყრელი შანსი, თავი „მეორე რეიგანად“ წარმოაჩინოს, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელიც „საუკუნის ახალ გარიგებას“ ხელს მოაწერს - ესეც დამატებითი ბონუსი, ნობელის მშვიდობის პრემიისკენ მიმავალ გზაზე.

რა თქმა უნდა სამიტს ჰქონდა "შიდა პოლიტიკური მოხმარების" კონტექსტიც. ტრამპისთვის: აჩვენოს ამომრჩეველს, რომ შეუძლია პირდაპირ პუტინთან ლაპარაკი და „მშვიდობისკენ სვლა“, განსხვავებით „უსუსური დემოკრატებისგან“. პუტინისთვის: როგორც სურათი „თანაბარ დიალოგზე ვაშინგტონთან“ და მისი მსოფლიო მოთამაშის სტატუსის აღიარება (თუნდაც შეთანხმებების გარეშე ეს უკვე გამარჯვებაა: ფოტო, პროტოკოლი, ვიზიტის დეტალები).

რა თქმა უნდა, კიევსა და ევროპას დღეიდან ეჭვი გაუჩნდებათ, რომ ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა მოამზადეს ნიადაგი კონფლიქტის „კორეული სცენარის“ გაყინვისთვის. ანუ, ფაქტობრივად რუსეთის ტერიტორიული შენაძენის დაკანონების სახით, ცეცხლის შემცირების და ნაწილობრივი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

საბოლოო ჯამში, მოსკოვმა შეიძლება შესთავაზა ვაშინგტონს არაფორმალური გარანტიები: მაგალითად, ნატო-ს საქართველოში არგაფართოების ან „ჩრდილოეთის ენერგეტიკული დერეფნების“  ნაწილობრივ ამოქმედების სანაცვლოდ თანხმობა ფრონტის ხაზის გაყინვაზე. ტრამპი „ვაჭრობს“:  რამდენად შორს წავა მოსკოვი დათმობებში სანქციების შემსუბუქებისა და საერთაშორისო ფორმატებში დაბრუნების სანაცვლოდ.

პუტინი „ვაჭრობს“:  რამდენად მზად არის ტრამპი დახუჭოს თვალი უკრაინის ტერიტორიულ საკითხებზე საკუთარი იმიჯური გამარჯვებების სანაცვლოდ. 

წითელი ხალიჩისა და სიტყვა „პროგრესის“ უკან იმალებოდა ომის გაყინვის ფორმულის ძიება + ახალი ბირთვული გარიგება + არქტიკის გავლენის ზონების განაწილება. ხოლო მთავარ იმიჯურ საჩუქრად ტრამპისთვის, მიმაჩნია პუტინის აღიარებითი ხაზგასმა: "დიახ, ვადასტურებ, ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს ომი არ შედგებოდა",- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი