დავით ქართველიშვილი: ყაზახეთმა უკან დააბრუნა ექსპორტის ნაწილი რუსეთის ინფრასტრუქტურაში აზერბაიჯანში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო - ეს ხაზს უსვამს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის სირთულეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
311 17 აგვისტო 2025, 16:52

ორიოდე სიტყვა დავუთმოთ საერთაშორისო პროექტებში ალტერნატიული მარშრუტების აუცილებლობას და ურთიერთშეთავსებას (და არა - ჩანაცვლებას). განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სანქციების გამო თითქოსდა შეჩერებული რუსული მაგისტრალების კვლავ ამოქმედება გიწევს ფორსმაჟორული ვითარების გამო . ეს ნიუანსები გასათვალისწინებელია, როდესაც აწყდები დისკუსიებს რომელიმე დერეფნის „ექსკლუზიურობის“ თაობაზე, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ყაზახეთმა დროებით უკან დააბრუნა ექსპორტის ნაწილი რუსეთის ინფრასტრუქტურაში აზერბაიჯანში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო და ეს ხაზს უსვამს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის სირთულეს.

„რამდენიმე დღის წინ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციას ყაზახეთი შეეჯახა: ნავთობი Azeri Light ქლორორგანული ნაერთებით დაბინძურდა, რის გამოც მისი ექსპორტი მილსადენით - ბაქო–თბილისი-ჯეიჰანი (BTC), შეჩერდა. ამან გამოიწვია ყაზახური ნავთობის დროებითი გადამისამართება რუსულ მარშრუტზე - კასპიის მილსადენის კონსორციუმში (КТК), რომელიც გადის რუსეთის სამხრეთით და ნოვოროსიისკის პორტს აღწევს.

მიუხედავად სტრატეგიული მცდელობისა, შეემცირებინა დამოკიდებულება რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, ყაზახეთი კვლავ იძულებული გახდა რუსულ მარშრუტზე გადართულიყო. ამ ინციდენტმა ცხადყო, რამდენად არამდგრადია რომელიმე პროექტი ალტერნატიული მარშრუტების გარეშე: ერთ ქვეყანაში (ამ შემთხვევაში - აზერბაიჯანში) წარმოქმნილი პრობლემები მყისიერად აისახება მთელ ტრანსკასპიურ მიწოდებით სისტემაზე.

ამ მაგალითს პირდაპირ პოლიტიკურ გადახრას ვერ დავარქმევთ, თუმცა, პრაქტიკულად, მნიშვნელოვნი შედეგი მივიღეთ - ყაზახეთი იძულებული აღმოჩნდა დროებით უკან დაებრუნებინა ექსპორტის ნაწილი რუსეთის ინფრასტრუქტურაში აზერბაიჯანში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის სირთულეს და პოტენციურ არასტაბილურობას, რასაც რეგიონის ექსპორტიორი ქვეყნები ახლაც და მომავალშიც წააწყდებიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი