გია აბაშიძე: გინდ ქუჩის უსამშობლოები მოამზადონ და გინდ საკუთარი პოლიტიკოსები გამოუშვან რუსთაველზე საწანწალოდ, ქართველი ერის თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს გირვანქა სტერლინგები, ევროები თუ ექსტრემისტები ვერ შეაფერხებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 18 აგვისტო 2025, 12:41

პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო ქართველ აქტივისტებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს. ე.წ. საფარი აქვთ სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსები. ორივე ე.წ. „ენჯეოს“ სათავო ოფისები ლონდონში მდებარეობს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აქტუალურია ის საკითხი, რომ ნებისმიერი რანგის ანტიქართველ დასავლელ პოლიტიკურ აქტორს სამუდამოდ აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა და აქ ბინძური ხელების ფათური.

„ლონდონი, ვილნიუსი და ბალტიელები საქართველოზე კვლავ 2003 წლის „რევოლუციური სახელმძღვანელოთი“ მოქმედებენ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის შესარყევად, ამზადებენ რა ნაცრადიკალებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ე.წ. გადატრიალების სცენარები გადაცრეცილია! გინდ ქუჩის უსამშობლოები მოამზადონ და გინდ საკუთარი პოლიტიკოსები გამოუშვან რუსთაველზე საწანწალოდ, ქართველი ერის თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს გირვანქა სტერლინგები, ევროები თუ ექსტრემისტები ვერ შეაფერხებენ. ბრიტანეთის ეს ნეომპირეული გავლენები და ევროკრატიის გოშია ბალტიელი პოლიტიკოსების ამბიციები საქართველოში ვერანაირად დაისადგურებენ.

ზეაქტუალურია ის საკითხი, რომ ნებისმიერი რანგის ანტიქართველ დასავლელ პოლიტიკურ აქტორს სამუდამოდ აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა და აქ ბინძური ხელების ფათური.

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო ქართველ აქტივისტებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს. ე.წ. საფარი აქვთ სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსები. ორივე ე.წ. „ენჯეოს“ სათავო ოფისები ლონდონში მდებარეობს.

აღნიშნული ქართული მედიაპლატფორმისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვაში, ქართველ აქტივისტებს ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს და სამართალდამცავების „შეუდარებელი სიმკაცრის“ დოკუმენტირებას, პირად დაცვას დაკავების შემთხვევაში, საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ე.წ. ვირუსული კონტენტის შექმნაზე და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე ინტერნეტ-მესენჯერ „ტელეგრამის“ საშუალებით.

ამ ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით,“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი