116
20 აგვისტო 2025, 12:53
დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამის გამო, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ, ხან მესამეს აკეთებენ, ეს არის სისუსტის გამოვლინება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ და არც არაფერი.
„რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა. რეალურად, ხედავთ, რომ ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი, ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |