პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას, მის შენარჩუნებას, რადგან ესაა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 20 აგვისტო 2025, 18:26

პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ბახმაროში სახალხო დღესასწაულის მილოცვისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ოპონენტებმა მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს.

ჩიხელიძის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადება სწორედ ბახმაროში არსებული ტრადიციის შენარჩუნებასა და მის გაგრძელებას შეეხებოდა.

„პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას. ბახმაროს სახალხო დღესასწაული ყოველ ზაფხულს იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრები, მთავრობის წევრები, ტურისტები და ა.შ. ღონისძიების მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტრადიციული დოღი, რომელიც ბახმაროს სიმბოლოდ მიიჩნევა, პარალელურად იმართება სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები, გრანდიოზული კონცერტი და სხვა.


პრეზიდენტის განცხადება სწორედ ამ ტრადიციის შენარჩუნებას და გაგრძელებას შეეხებოდა, რადგან ეს არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი თქმით, მსგავსი დღესასწაულები აერთიანებს საზოგადოებას, აძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და ხელს უწყობს რეგიონული განვითარების პროცესს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს, ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დააარსა და წლების განმავლობაში ხელს უწყობს ბახმაროს ტრადიციული დღესასწაულის გაგრძელებასა და პოპულარიზაციას“, - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი