რადიკალებზე: ერთნი შედიან დამარცხებულ ბრძოლაში - „ლელო“-გახარიას ქორწინების სახით და მეორენი - „დედა-ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალი გვარამია, ემზადებიან „დიდი რევოლუციისთვის“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 20 აგვისტო 2025, 18:30

ერთნი შედიან დამარცხებულ ბრძოლაში - „ლელო“-გახარიას ქორწინების სახით და მეორენი - „დედა-ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალი გვარამია, ემზადებიან „დიდი რევოლუციისთვის“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატებზე.

„რასაც ამბობს „ლელო“ თუ გახარია, ყველაფერი უკუღმა ხდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი არის კლასიკური მაგალითი. აყვავებას ჰპირდებოდა წალენჯიხელებს „ლელო“ და ხაზარაძე და მერე - დასჯერდით მარტო იმას, რომ მარტო გასაბერი აუზი გაჩუქეთო, - ეს უთხრა ბოლოს.

კანდიდატზე ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა უალტერნატივო, აპოლიტიკური, ხალხს რომ უყვარს და ასე შემდეგ. დაასახელეს კანდიდატი, არამც თუ ხალხს არ უყვარს, არამედ საერთოდ ცნობადობა არ აქვს ამ ადამიანს. პოლიტიკურად გაკოტრებულია „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, თუმცა აქაც გაყოფილები არიან. ერთნი შედიან დამარცხებულ ბრძოლაში - „ლელო“-გახარიას ქორწინების სახით და მეორენი - „დედა-ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალი გვარამია ემზადებიან „დიდი რევოლუციისთვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი