პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 21 აგვისტო 2025, 12:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ელჩებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ყურაშვილს აქვს დიპლომატიის სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

2023-2025 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2017-2022 წლებში - არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში - შვეიცარიის კონფედერაციაში.

2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს. ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ნიკოლოზ აფხაზავა, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2012-2017 წლებში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკში, ხოლო 2017-2022 წლებში იკავებდა მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. ნიკოლოზ აფხაზავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი