Reuters: დრონი, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, ბელარუსიდან შემოფრინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 21 აგვისტო 2025, 12:54

უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამშაბათს აღმოსავლეთ პოლონეთში შეიჭრა და აფეთქდა, სავარაუდოდ, ბელარუსიდან იყო გაშვებული. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიდი ალბათობით, ობიექტი, სავარაუდოდ, ბელარუსიდან შემოფრინდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუბლინის ოლქის პროკურორმა გჟეგოჟ ტრუსევიჩმა.

როგორც სააგენტო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, წინასწარმა გამოძიებამ და ექსპერტების მიერ შედგენილმა დასკვნებმა აჩვენეს, რომ ეს იყო „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ირანის მიერ არის შემუშავებული.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარჩინ ბოსაცკიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს რუსეთს პროტესტის ნოტას გადასცემს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი