პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 21 აგვისტო 2025, 19:44

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის სპეციალისტმა ყალბი ხე-ტყის ბილეთი დაამზადა, რომელიც არაუფლებამოსილ პირს გადასცა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე უკანონოდ მოიჭრა და ტყიდან გამოტანილია 5 კბმ მოცულობის ხე-ტყე. აღნიშნულმა ქმედებამ ტყის რესურსების არამიზნობრივი და არარაციონალური გამოყენება გამოიწვია.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) წარედგინება.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით ინტენსიურ გამოძიებას აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი